საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 21:41 | 26.03.2020
ნანახია: 889

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც მედიას სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა, გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტია, რომელიც ცენტრში მოხვდა, ის ახალგაზრდა მამაკაცია. საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაავადებული ოთხი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელებული კლინიკას დატოვებს, სამი პაციენტი კი მკურნალობას განაგრძობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე