ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილს) კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 20:44 | 26.03.2020
ნანახია: 868

ქართული წარმოშობის რუს მწერალს ბორის აკუნინს (ნამდვილი სახელი და გვარი - გრიგორი ჩხარტიშვილი) კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება რუსული გამოცემა "ინტერფაქსი".

"მე მივაგდე ფეისბუქი, რადგან მოდური ავადმყოფობა მაქვს. ცოტას გავძლიერედები და აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. (სპოილერი: კორონავირუსის წინაშე შიში გაცილებით საშიშია თავად კორონავირუსზე. საჭიროა სიფრთხილე, საპანიკო არაფერია)", - დაწერა აკუნინმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე