კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში

საქართველო, თბილისი - 19:24 | 26.03.2020
ნანახია: 842

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ალინა ნიკოგოსიანი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია. პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 290 შემთხვევაა დადასტურებული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე