საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 18:26 | 26.03.2020
ნანახია: 816

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19-ით ინფიცირებული მცირეწლოვანი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფოდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, კორონავირუსი დადასტურებული აქვს ბავშვის ბებიას და ბაბუას. ამ ეტაპზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

„ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის 2 წლის ბავშვთან დაფიქსირებული. ოჯახი იყო გასული თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკური გამოხატულება არ არის, მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, თვითონ მშობლები არ არიან დაინფიცირებული, დედას უწევს ყოფნა ბავშვთან ერთად," - განაცხადეს კლინიკაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე