ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:47 | 26.03.2020
ნანახია: 1231

26 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.4842 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.4576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.66 თეთრი შეადგინა.                     
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.8159 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7370 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 7.89 თეთრი შეადგინა.       
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5415 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.1650 ლარი
ეღირება.                       
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 მარტიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე