დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია - ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 19:57 | 25.03.2020
ნანახია: 838

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უარყოფითია ასევე სამი პაციენტის პირველადი ტესტირების პასუხები, რომლებიც მკურნალობას გადიან ინფექციურ კლინიკაში.

„დილის შემდეგ, ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებულია 73 პაციენტი, აქედან 32 არის ჩვენი პაციენტი, გაწერილია 10 პირი. ანუ ჩვენს ცენტრში მკურნალობს 32 პაციენტი. 73 პირიდან 31 პაციენტი არის ხუთ სხვა „კოვიდის“ მიმღებ დაწესებულებაში. არსებული სიტუაციით, დილის მონაცემებით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება და ახალ პაციენტებთან ყველასთან პასუხი იყო უარყოფით. ასევე უარყოფითია სამი ძველი პაციენტის პირველადი ტესტირება , ანუ გამოჯანმრთელებისთვის ჩატარებული ტესტირება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე