კორონავირუსით ერთ-ერთი ინფიცირებული კლინიკა „მედკაპიტალის“ თანამშრომელია

საქართველო, თბილისი - 18:50 | 25.03.2020
ნანახია: 213

კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი კლინიკა „მედკაპიტალის“ თანამშრომელია, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან 7 მარტს დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, ის სამსახურში გავიდა და პაციენტებიც მიიღო, გუშინ კი კორონავირუსი დაუდგინდა.

კლინიკა მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს. „მედ კაპიტალის“ ხელმძღვანელის თქმით, მან კლინიკაში ერთი დღე იმუშავა, შემდეგ კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„7 რიცხვში, არავითარი რეკომენდაცია არ იყო ქვეყანაში გაცემული იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ადამიანი უნდა მოქცეულიყო თვითიზოლაციაში. ამის მიუხედავად, 7 მარტს ჩამოსული ადამიანი 9-ში მოვიდა სამსახურში, დილიდანვე ვუთხარით, რომ სასურველი იყო გასულიყო თვითიზოლაციაში. მან ერთი დღე იმუშავა, 10 რიცხვში რომ მობრძანდა, კიდევ ვთხოვეთ და ამის შემდეგ გავიდა თვითიზოლაციაში. როგორც მე ვიცი, 10 რიცხვის შემდეგ სრულად იყო იზოლირებული და შეხება არავისთან ჰქონია”, - განუცხადა მან მედიას. მისივე თქმით, ვირუსის დადასტურების დღეს ესაუბრნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სადაც უთხრეს, რომ გადადების შანსი მინიმალურია.

“დავუკავშირდი დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვესაუბრე წამყვან სპეციალისტებს, ხელმძღვანელობასაც და მათ ცალსახად დამიდასტურეს, რომ ინფიცირების შანსი არის მინიმალური, თითქმის ნულის ტოლი“, - განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე