ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველო, თბილისი - 18:35 | 25.03.2020
ნანახია: 738

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  კვლავ კრიტიკულია. მისივე თქმით, კორონავირუსზე პასუხს ელოდებიან.

რატიანის თმით,  ახალშობილის დედასთან კორონავირუსის ინფექცია ჯერ დადასტურებული არ არის.

„რაც შეეხება ახალშობილს, გუშინ შემოვიდა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩვენს კლინიკაში,. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. პარამეტრები სტაბილურია, ოფსიგინაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი ინფიცირება ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ახალშობილს რაც შეეხება, ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.

რატიანის თქმით, ახალშობილსა და  მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ნათესაური კავშირი არ დასტურდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე