უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 25.03.2020
ნანახია: 572

კორონავირუსის გავრცელების გამო, უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30 დღით საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა.

ყველა სამსახური გადადის მუშაობის გამკაცრებულ რეჟიმზე. საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დროს შესაძლოა დაწესდეს კარანტინი, აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები, იზღუდება სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა. იკეტება საზღვრები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს მოსახლეობის ევაკუაცია საგანგებო სიტუაციის ზონიდან.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 16 ბოლო ერთ დღეში.

გარდაცვლილია სულ ოთხი ადამიანი, ხოლო  გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე