პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 25.03.2020
ნანახია: 735

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. The Guardian-ის ინფორმაციით ამის შესახებ სამეფო კართან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის ვაჟს, 71 წლის უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში, შოტლანდიის სასახლეში იმყოფება.

მის მეუღლეს, კორნუოლის ჰერცოგინიას, კამილას ასევე ჩაუტარდა ტესტირება, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა.

წყაროს თანახმად, ჯერჯერობით უცნობია თუ ვისგან დაინფიცირდა პრინცი ჩარლზი, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ის ოფიციალური ღონისძიებების ფარგლებში უამრავ ადამიანთან კონტაქტობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე