სამ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიაში ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დადგინდა, დაინფიცირება რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული - იმნაძე

საქართველო, თბილისი - 14:04 | 25.03.2020
ნანახია: 715

კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაში არ ვიცოდით ინფექციის ზუსტი წყარო, ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ამ სამივე შემთხვევაში ჩვენ შევძელით, ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა, თუ რომელ ქვეყანასთან იყო ის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულის შემთხვევის ინფიცირების წყაროზე მიმდინარეობს კვლევა.
„რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ინფექციის ზუსტი წყარო არ ვიცოდით, სეკვენირება მოხდა. ლუგარის ცენტრს აქვს შესაძლებლობა, რომ ვირუსის გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს. სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ინფექციის ზუსტი წყარო, ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ამ სამივე შემთხვევებში ჩვენ შევძელით, ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა, თუ რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში”- განაცხადა იმნაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბაზაში ჯერ ატვირთული არ არის ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები.
„სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში, ამის შესაძლებლობა, ყველა ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია და ამას ვაკეთებთ. მაგალითად, ირანის ხაზებთან პირდაპირ ვერ შევადარეთ ჩვენები, რადგან ირანს არ აქვს ატვირთული გენეტიკური ხაზები თავიანთი ვირუსების და კანადაში რომ ირანელი იყო დასნებოვნებული, იმის გენეტიკურ ხაზს შევადარეთ. ამითი დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ირანიდან იყო შემოსული ეს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე