ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში 602 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:09 | 23.03.2020
ნანახია: 654

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 602 პაციენტი გარდაიცვალა. რაც წინა დღეებთან  შედარებით ნაკლებია. ასევე ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაიკლო დაინფიცირებულთა რაოდენობამაც. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

ბორელის თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 408-ით გაიზარდა და 7 432-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 63 927-ს მიაღწია, გარდაიცვალა 6 077 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე