უფალო იესო, გადაარჩინე იტალია და მისი ხალხი - კონორ მაკგრეგორი

საქართველო, თბილისი - 13:09 | 23.03.2020
ნანახია: 2749

ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ყოველ დღე იტალიისა და იტალიელებისთვის ლოცულობს, რათა ღმერთი დაეხმაროს და გაათავისუფლოს კორონავირუსის პანდემიისგან.

 „არ შემიძლია იტალიაზე არ ვიფიქრო, ყოველ დღე ვლოცულობ ამ დიდებული ერისთვის, რომელმაც მსოფლიოს უამრავი საოცარი რამ აჩუქა. ეს არის არქიტექტურა და დიზაინი, სტილი, სამზარეულო, ხელოვნება! სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება უსასრულოდ. იტალია და მისი ხალხი - მსოფლიო კლასის განსახიერებაა. უფალო იესო, გთხოვ, გადაარჩინე იტალია და მისი ხალხი, დღეს და სამყაროს დასასრულამდე“, - წერს მაკგრეგორი Instagram-ზე.

იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 59 138-ს მიაღწია, გარდაცვლილია 5 476 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე