საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა ითვალისწინებს 3-დან 15 ათას ლარამდე ჯარიმასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით

საქართველო, თბილისი - 16:00 | 21.03.2020
ნანახია: 1111

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე