საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

საქართველო, თბილისი - 14:10 | 21.03.2020
ნანახია: 1065

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე