სასურსათო, სააფთიაქო ქსელისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 21:30 | 19.03.2020
ნანახია: 889

ქვეყანაში დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო და სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მუშაობას გააგრძელებენ ფოსტა და ბანკები.

მანამდე გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე