კრიშტიანუ რონალდუ თავის სასტუმროებში უფასო კლინიკებს ხსნის

საქართველო, თბილისი - 12:08 | 15.03.2020
ნანახია: 1811

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურუნის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ  კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის თავის სასტუმროებში კლინიკებს გახსნის.

2016 წელს ფეხბურთელმა პურტუგალიაში სასტუმრეობი გახსნა. სასტუმროები მდებარეობს მის მშობლიურ ქალაქ ფუნშალეში და ლისაბონში.

გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი სასტუმროებს დროებით კლინიკებად გადააკეთებს, რომლებიც უფასოდ მოემსახურებიან ადგილობრივებს. ასევე რონალდუ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს ხელფასებსაც გადაუხდის.

როგორც ცნობილია, რონალდუს თანაკლუბელს დანიელ რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც „იუვენტუსმა“ ის კარანტინში გაგზავნა.

ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის გავრცელების გამო 3 აპრილამდე შეწყდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე