გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 14.03.2020
ნანახია: 1246

"ევროპულილ საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა , - ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავას ადვოკატმა გააკეთა.

"ვინაიდან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდგარ შეთანხმებაზე, რომელიც მიმდინარეობდა საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, პირდაპირ არის მინიშნებული, რომ არ შეიძლება პოლიტიკური მოტივაციით დევნა და რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი განცხადების დაკმაყოფილება," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე