მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები, დროებით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან
საქართველო, თბილისი - 11:49 | 14.03.2020 ნანახია: 1017
მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საზოგადოება თვალს აქტიურად ადევნებს და ხედავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, აქტიურად ტარდება სპეციალური ღონისძიებები.
საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ ვითარებას და ეფექტურად მართავენ პროცესს.
როგორც იცით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, საქართველოში რიგი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შეზღუდვა მოხდა.
ქალაქ თბილისის მერიამ შეზღუდა იმ ტიპის სერვისების მიწოდება, რომელიც ხალხმრავლობასთან და ვირუსის გავრცელების დამატებით რისკებთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული.
ჩვენ შეზღუდვების პირველი ტალღის გამოცხადებისას წინსწრებით დავაანონსეთ, რომ მუშავდებოდა დამატებით გასატარებელი სხვა ღონისძიებებიც, რომელთაც დღეს გაგაცნობთ.
ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება შეეხება უფასო სასადილოებს, სადაც დაგეგმილია მომსახურების წესების დროებითი ცვლილება.
1. პირველ რიგში, ორშაბათიდან, უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკისგან;
2. ამასთან, ცხადია გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს (62 გამცემი პუნქტის) ყოველდღიურ დეზინფექციას და სტერილიზებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით;
3. სასადილოს მომსახურე პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით;
4. სასადილოს/ საკვების გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი;
5. საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი;
6. განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებითვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის, იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (2 72 22 22). განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება, რის შემდეგაც “ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის” მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომელები და მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების მიტანას საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ სიტუაციებში მოქმედი წესების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;
7. ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესები დროებითია და ყველა ბენეფიციარი, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, კვლავაც უწყვეტად და ყოველდღიურად მიიღებს კუთვნილ საკვებს, უბრალოდ დროებით, უფასო სასადილოები, ადგილზე მომსახურების ნაცვლად საკვებს ბენეფიციარებს სახლში გაატანენ და უზრუნველყოფილი იქნება ჰიგიენისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
ეს არის აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი (სოციალურად შეჭირვებული) მოქალაქეების დამატებითი რისკებისგან დასაცავად.
ბუნებრივია, მუნიციპალიტეტის მერია იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ ცვლილებების განხორციელების გამო, ამ მომსახურებით მოსარგებლე არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს არ შეექმნება თავისი კუთვნილი საკვების მიღების პრობლემა და პირიქით, მერიის მხრიდან, ამ რთულ პერიოდში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ გამოვლენილი იქნება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური მზრუნველობა.
მეორე თემა, რომელსაც მინდა შევეხო და გაგაცნოთ, არის თბილისის მერიის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ინიციატივა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას, ქალაქის ეკონომიკის ზრდას.
ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ტურიზმის სფეროს.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეების და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლოთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.
დღესდღეობით, თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ.
რასაკვირველია, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას, რათა მივაკვლიოთ დამატებით გზებს, ქალაქის ეკონომიკის ხელშესაწყობად და კერძო სექტორისთვის ზიანის შესამსუბუქებლად.
დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებისგან. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისათვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამემამულეს", განმარტავს კალაძე.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
- ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში ქართველი ერის შიგნით, სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით - შალვა პაპუაშვილი
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
საზოგადოება
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
- 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის დღეა
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
სამართალი
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
მსოფლიო
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















