ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწე თვითიზოლაციაშია

საქართველო, თბილისი - 11:23 | 12.03.2020
ნანახია: 971

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი თანაშემწე თვითიზოლაციაშია.

ტიკარაძის თქმით, მისი თანაშემწის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ  პერიოდში, როცა მისი თანაშემწის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა, ის უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში. იმ პერიოდში, როცა მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, გავრცელების რისკი იყო დაბალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე ერთ კვირაა, აღარ იმყოფება სამინისტროში. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი გვქონდეს, კორონავირუსი მასაც არ დაუფიქსირდება. თუმცამ ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა კორონავირუსზე და პასუხი იყო ნეგატიური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე