მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე ჩემმა ხალხმა მიქარა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:10 | 05.03.2020
ნანახია: 1397

მინდა, ძალიან გულწრფელად ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე, რაც ბოლომდე ვერ გავაკონტროლე, ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა. რაც არის, ეს არის, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

მისი თქმით, ვიღაც უნდა მოსულიყო, ვინც უკეთესად გააკეთებდა.

„რა თქმა უნდა, მე ვგრძნობ ჩემს ძალიან დიდ ბრალსა და პასუხისმგებლობას ძალიან ბევრ რაღაცაზე და მინდა, ამაზე ძალიან გულწრფელად ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე, რაც ბოლომდე ვერ გავაკონტროლე, ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა. რაც არის, ეს არის. ვიღაც უნდა მოსულიყო, ვინც უკეთესად გააკეთებდა. საქართველო მაინც ყველაზე სწრაფად იზრდებოდა მსოფლიოში, მთელი მსოფლიო შენატროდა”,- თქვა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე