ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 05.03.2020
ნანახია: 1084

ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს საქალაქო სასამართლომ 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა, თუმცა "ამნისტიის შესახებ კანონით" მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

სასამართლომ სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. ამასთან, თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლით აეკრძალა.

ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს 40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა და თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლით აეკრძალა.

გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის იანვრის თვეში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე