თუ არ გამოსწორდა ვითარება, განვიხილავთ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას - ბოკერია კორონავირუსზე

საქართველო, თბილისი - 15:56 | 02.03.2020
ნანახია: 845

ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა ან არ დასტაბილურდა ვითარება, ან, მით უმეტეს, თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ გადადებას ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

მისი თქმით, დემოკრატიული ოპოზიცია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ხვდება, როგორი სერიოზული გამოწვევაა ეს ვირუსი.

„მინდა, როგორც ერთმა მოქალაქემ, მოვუწოდო საზოგადოებას სიმშვიდისკენ - როგორი ხიფათიც არ უნდა იყოს, პანიკა არაფერს შველის. მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო მთავრობას - ამ ვითარებაში მაინც მთელი კონცენტრაცია ჰქონდეთ ამ საქმეზე და საქმე გააკეთონ. ჩვენ დავაკვირდებით, ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა ან არ დასტაბილურდა ვითარება, ან, მით უმეტეს, თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ გადადებას ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის“, - თქვა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე