31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფექციის სიმპტომები არ ჰქონდა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველო, თბილისი - 15:39 | 28.02.2020
ნანახია: 1352

პაციენტს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფექციის სიმპტომები არ ჰქონდა , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

„ პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი, არც მაღალი ტემპერატურა, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსი დაადასტურა“, - თქვა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ 31 წლის ქალი, იყო იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც დიდი რისკი არ არის, თუმცა მას აღმოაჩნდა კორონავირუსი.

ამჟამად ინფექციურ საავამდყოფოშიი სულ 34 პაციენტი იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე