კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში

საქართველო, თბილისი - 15:12 | 28.02.2020
ნანახია: 890

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა აზერბაიჯანში. ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანში ირანიდან ჩავიდა.

შეგახსნებთ, საქართველოში კორონავირუსის უკვე ორი შემთხევაა დაფიქსირებული, კორონავირუსი დაუდგინდა  50 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან ჩამოვიდა და 31 წლის ქალს, რომელიც საქართველოში მილანიდან გუშინ დაბრუნდა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე