ჭოპორტში მამაკაცმა დედა და და მოკლა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 28.02.2020
ნანახია: 1033

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე