არ გვაქვს პანიკის საფუძველი. აუცილებელია, ყველამ გაითვალისწინოს ჯანმო-ს რეკომენდაციები - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 16:07 | 27.02.2020
ნანახია: 917

გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და აუცილებელია, ყველამ გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არ არის პანიკის საფუძველი, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.

„საქართველოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენ ვავრცელებთ მედიასაშუალებების მეშვეობით. აქტიურად გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, ისე, რომ ფაქტობრივად, ამას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან შეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა – ისევე, როგორ მესაზღვრეებსა და საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე