კორონავირუსით კიდევ ერთი ირანელი პარლამენტარი დაინფიცირდა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 27.02.2020
ნანახია: 880

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მოჯთაბა ზულნურმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

 „დიახ, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა, ნერვიულობად არ ღირს, კარანტინში ვარ მოთავსებული, ღმერთმა ქნას, ჩვენმა ხალხმა დაამარცხოს კორონავირუსი“, - განაცხადა დეპუტატმა. მისი მიმართვის ტექსტი ტელარდიოკომპანია IRIB-ის Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

მანამდე კორონავირუსით დაავადდნენ ირანის პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი მაჰმუდ სადეკი და ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების რაოდენობამ, ირანში, 139-ს მიაღწია, მათგან 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ჩიენთში, დავადებულთა რაოდენობამ 78 ათასს გადააჭარბა, მათგან გარდაიცვალა 2 744, გამოჯანმრთელდა 32 ათასზე მეტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე