ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:19 | 26.02.2020
ნანახია: 810

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვევლობა შეიქმნა რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე