ახმეტის მუნიციპალიტეტში, მატნის ტყე იწვის

საქართველო, თბილისი - 15:03 | 26.02.2020
ნანახია: 737

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატნის ტყე იწვის.

ცეცხლი სოფლიდან, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მინდორზე გაჩნდა, რის შემდეგაც ტყის მასივზე გავრცელდა.

რთული რელიეფის გამო ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. მეხანძრე- მაშველების ორი ჯგუფი კი სტიქიის ზონაში მისვლას ამ წუთებში ცდილობს. უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე