კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში, ერთი დაინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 26.02.2020
ნანახია: 924

საფრანგეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საფრანგეთის ჯანდაცვის გენერალური დირექციის ხელმძღვანელის ჟერომ სალომონის თქმით, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

ამგვარად, საფრანგეთში კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

სალომონის თქმით, ერთ-ერთი დაავადებული ამიენის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, მეორე კი, რომელიც იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სტრასბურგის საავადმყოფოში მკურნალობს. მესამე დაავადებული პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, გასულ ღამეს გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე