როგორ მოვემზადოთ კორონავირუსის პანდემიისთვის
საქართველო, თბილისი - 11:45 | 26.02.2020 ნანახია: 2051
ახალი კორონავირუსი COVID-19 - გლობალური გამოწვევაა, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ცალკეულმა პირებმა, კომპანიებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა ვირუსისგან თავდაცვის მასშტაბები გაზარდონ და მოემზადონ პანდემიისთვის.
პანდემიისთვის მზადება უნდა განხორციელდეს სამი მიმართულებით:
-აუცილებელია ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაინფიცირდეს;
- საგანგებო შემთხვევებში, სახლის პირობებში აუცილებელია მოვიმარაგოთ პირველადი საჭიროებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთები.
- აუცილებელია აღიკვეთოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევები ან მინიმუმამდე შემცირდეს.
რომელი ზომები დაგვიცავენ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციებისგან?
შეინარჩუნეთ დისტანცია დაავადებულების მიმართ (ერთიდან ორ მეტრამდე).
რეგულარულად და კარგად დაიბანეთ ხელები (სულ მცირე 20 წამის განმავლობაში).
მოერიდეთ ჩახუტებას და ხელის ჩამორთმევას.
გამოიმუშავეთ თავდაცვის რეფლექსები: ლიფტის გამოძახებისას ღილაკს დააჭირეთ იდაყვი და არავითარ შემთხვევაში- თითი.
მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და მასობრივ ღონისძიებებს. განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები.
ნაკლებად შეეხეთ თქვენსა და თქვენი მეგობრების, ახლობლების სახეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არ შეეხოთ თითებით პირის ლორწოვან ღრუს, თვალებსა და ცხვირს.
აუცილებლობის შემთხვევაში ჩაიცვით ხელთათმანები, შეცვალეთ ან გარეცხეთ ის ყოველდღიურად.
დაახვეელთ არა ხელებში, არამედ მკლავებში.
დაუყოვნებლივ გადაყარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცები.
დამცავი ნიღბები ჯანმრთელ ადამიანს სრულყოფილად ვერ იცავენ. სუნთქვის გამო ნიღბები ნესტიანდება, ამიტომ 20 წუთის შემდეგ ის გამოუსადეგარია. ამიტომ თქვენზე მეტად მნიშვნელოვანია ნიღბები სამედიცინო პერსონალს ეკეთოს.
რამდენად დაგვეხმარება ეს ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტაში?
კორონავირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. ვირუსის გავრცელება ხდება ყელში. იქიდან ვირუსი დაცემინების ან დახველების დროს, შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, ვიდრე ფილტვებიდან. ამგვარად ვირუსი COVID-19, შესაძლოა ისევ აღმოჩნდეს ზედაპირზე, რომელიც კონტაქტით, ან ხელის შეხებით, შესაძლოა, სხვა ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს.
როგორ მოვემზადოთ პანდემიისთვის?
ეპიდაფეთქების დროს, შესაძლოა, პროდუქტების მაღაზიებში შეიქმნას დეფიციტი, შეეცადეთ მოიმარაგოთ აუცილებელი პროდუქტები და ნივთები, რათა საგანგებო შემთხვევაში სახლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გახვიდეთ.
აუცილებლობის შემთხვევაში სახლში უნდა გქონდეთ წამლების ერთი თვის მარაგი. მოიმარაგეთ არამალფუჭებადი კვების პროდუქტები. წინასწარ მოიფიქრეთ როგორ დაეხმაროთ თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს. თქვენი დახმარება განსაკუთრებით დასჭირდებათ ხანდაზმულებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს.
წინასწარ ორგანიზება გაუკეთეთ დაავადებული ბავშვების მოვლის რეჟიმს.
მიიღეთ ზომები იმისთვის, რომ შეძლოთ ოჯახის დაავადებული წევრების მოვლა, ისე რომ თქვენ თავად არ დაინფიცირდეთ.
როგორ დავეხმაროთ საზოგადოების წევრებს?
რაც უფრო ბევრი ადამიანი ცდილობს მიიღოს სიფრთხილის ზომები, მით უფრო მეტად იგრძნობა ერთიანობის ძალა. პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19-ით გამომწვევი დაავადება, იძენენ გამაღიზიანებლის საწინააღმდეგო იმუნიტეტს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ სახლი და დაეხმაროთ სხვებს, მაგალითად ამანათების გადაცემის ან პროდუქტების შეძენაში.
როგორ უნდა მოიქცნენ დამსაქმებლები?
მათ შეუძლიათ უზურუნველყონ იზოლირებული მუშაობა ან სამუშაოს შესრულება სახლიდან. განსაკუთრებით დაავადებულმა და რისკის ჯგუფში მყოფმა თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ სახლიდან. თანამშრომლები, რომლებიც სასუნთქი გზების მწვავე სიმპტომებით ხასიათდებიან (მაგალითად ხველებით, ან სუნთქვის უკმარისობით), ასევე ისინი, რომლებიც დღის განმავლობაში დაავადების ნიშნებს ავლენენ, დაუყოვნებლივ უნდა მოაცილოთ კოლეგებს და გაგზავნოთ სახლში.
კომპანიებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ სამუშაო კაბინეტები კარგად განიავდეს, ასევე რეგულარულად შეიცვალოს სავენტილაციო დანადგარებში ფილტრები.
აუცილებლად დაცული უნდა იყოს ჰიგიენის წესები - კომპანიებს უნდა ჰქონდეთ საპონი, ქაღალდის ხელსახოცები, ცხვირსახოცები და კლავიატურის სადეზინფექციო ხსნარები.
ოთახები რეგულარულად უნდა დასუფთავდეს, მაგიდის ზედაპირები კი სველი ტილოთი გაიწმინდოს.
ჯანმრთელმა თანამშრომლებმა, რომლებსაც კორონავირუსით დაავადებული ოჯახის წევრები ჰყავთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომპანიის ხელმძღვანელობას.
როგორ უნდა მოვიქცეთ მივლინებისა და სხვაგან გამგზვარების შემთხვევაში?
დამსაქმებლები და თანამშრომლები კარგად უნდა გაეცნონ უახლეს რეკომენდაციებს დანიშნულების კონკრეტული ადგილის შესახებ.
კომპანიებმა თავიანთ თანამშრომლებს უნდა ურჩიონ გამგზავრების წინა გაიარონ გამოკვლევა და ავადმყოფობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში.
თუ თანამშრომელი მივლინების დროს დაინფიცირდება, მან აუცილებლად უნდა აცნობოს თავის ხელმძღვანელობას.
პოლიტიკა
- ჩინური ვაქცინა ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან, ამ ოფციის განხილვა დაწყებული გვაქვს - თამარ გაბუნია
- ევროპელი დიპლომატები პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დასახმარებლად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ
- მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის - გომელაური
- ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, არავინ აღმოჩნდა, ვინც მელიას სწორ რჩევას მისცემდა - წულუკიანი
სამართალი
- თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დააზიანეს
- არასდროს მითქვამს, რომ ესებუას მაქსიმუმ ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიცი როდის დავაკავებთ - გომელაური
- 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს
- დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი და კიდევ 4 პირი დააკავეს
მსოფლიო
- COVID-პასპორტები ევროკავშირში ზაფხულიდან გაიცემა
- აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ, იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა
- ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა მოქალაქე აიცრება
- არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით - ენტონი ბლინკენი
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ