პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:41 | 19.02.2020
ნანახია: 792

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სესიის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას განცხადებით ეხმიანება.

"საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს - "თავისუფლების ქარტია", რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე