თურქეთი მზად არის იდლიბში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 13:36 | 19.02.2020
ნანახია: 939

თურქეთი უკმაყოფილოა რუსეთთან მოლაპარაკებებით სირიის იდლიბის პროვინციასთან დაკავშირებით და მზად არის რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ვითარება სირიაში მკვეთარდ გაუარესდა თებერვლის დასაწყისში, როდესაც სირიის არმიამ საჰაერო დარტყმები მიაყენა თურქეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, დაიღუპა 12 თურქი სამხედრო და ერთი სამოქლაქო სპეციალისტი.

ავიადარტყმების საპასუხოდ თურქეთის არმიამ იერიში მიიტანა სირიის ასზე მეტ ობიექტზე. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შემდგომი ესკალაციიის შემთხვევაში ანკარა სირიის არმიის პოზიციებს დაბომბავს და იდლიბის პროვინციის საჰაერო სივრცეში ავიაციის განადგურებით დაიმუქრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე