დღეიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

საქართველო, თბილისი - 09:41 | 18.02.2020
ნანახია: 833

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში დღეს, 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე