კორონავირუსით, ჩინეთში, სამედიცინო სფეროს 1700-ზე მეტი წარმომადგენელი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 6 ექიმი

საქართველო, თბილისი - 11:37 | 14.02.2020
ნანახია: 781

ახალი კორონავირუსით, ჩინეთში, სამედიცინო  სფეროს 1700-ზე მეტი წარმომადგენელი დაინფიცირდა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცზენ ისინი ავრცელებს.

მისი თქმით, დაავადებულთაგან გარდაიცვალა 6 ექიმი.

ისინმა აღნიშნა, რომ მედპორსონალთა შორის დაავდებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

14 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 63 800-ს გადააჭარბა. გარდაიცვალა 1380 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე