ანტარქტიდაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 14.02.2020
ნანახია: 4573

მეცნიერებმა ანტარქტიდაში  რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს. როგორც სააგენტო AFP წერს, 14 თებერვალს, პირველად, კონტინენტის ისტორიაში ჰაერი 20,75 გრადუსამდე გათბა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტარქტიდაში ტემპერატურა 20 გრადუსს გადასცდა, უფრო მეტად ზრდის იმის შიშს, რომ ის პლანეტის გადახურებას უკავშირდება.

ანტარქტიდაში ყინულის დნობის დაჩქარება ოკეანეების დონეს ზრდის, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სანაპიროებზე განლაგებული ქალაქებისა და პატარა კუნძულებისთვის უდიდეს საფრთხეს.

გაეროს მონაცემებით, ბოლო ათწლეული ყველაზე თბილი აღმოჩნდა ანტარქტიდაში, ყველაზე ცხელი კი 2016 წელი იყო. ამ მხრივ მეორე პოზიციაზე 2019 წელი. 2020 წლის პირველი თვე ასევე ყველაზე ცხელი იყო ანტარქტიდაში ტემპერატურაზე დაკვირვების შემოღების პერიოდიდან მოყოლებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე