მათი სურვილია, გიგი უგულავა მონათლონ, როგორც პოლიტიკურად დევნილი - სოფიო კილაძე

საქართველო, თბილისი - 14:02 | 13.02.2020
ნანახია: 733

უგულავას საქმეში პოლიტიკური დევნა არ იკვეთება და ევროპელი პოლიტიკოსების ჩამოსვლა მმართველი გუნდის სურვილია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები როცა გაეცნობიან ამ საქმეს, თვითონვე მიხვდებიან, რომ საქმეში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს.

"ჩვენ ნამდვილად დასამალი არაფერი არ გვაქვს. დარწმუნებული ვართ, ევროპარლამენტარები როცა გაეცნობიან ამ საქმეს, თვითონვე მიხვდებიან, რომ საქმეში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. ჩემთვის სიმართლე გითხრათ, არ იყო გასაკვირი ქალბატონი სალომე სამადაშვილის კომენტარი, რომ მას არ უნდა ფაქტების დამდგენი კომისია ჩამოვიდეს საქართველში, რადგან მათი სურვილია, გიგი უგულავა მონათლონ, როგორც პოლიტიკურად დევნილი,"- აცხადებს პარლამენტის სოფიო კილაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე