II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო

საქართველო, თბილისი - 13:14 | 10.02.2020
ნანახია: 1909

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში, ბაზა "მარმალზე" გაიმართა.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა და გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში სამშვიდობო მისიას ოფიციალურად შეუდგა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები მომავალი 7 თვის განმავლობაში ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებენ.

მრავალეროვნული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვოლფგანგ შროდერმა III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მისიის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მედლებით დააჯილდოვა. ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია უდანაკარგოდ და წარმატებით დაასრულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე