რობერტ პატინსონი იდეალური გარეგნობის მამაკაცად დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 16:51 | 06.02.2020
ნანახია: 4237

ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატინსონი იდეალური გარეგნობის მქონე მამაკაცად დაასახელეს. იტყობინება გამოცემა The Sun-ი.

როგორც იუწყებიან შესაბამისი დასკვნა ე.წ. "ბერძნული ოქროს კვეთის" პროპორციებზე დაყრდნობით გამოიტანეს.

დასკვნის მიხედვით, პატინსონი "ოქროს კვეთის" პროპორციებს 92,15%-ით აკმაყოფილებს.

ოქროს კვეთის პრინციპი ზომავს ფიზიკურ მიმზიდველობას ტუჩების, ნიკაპის, თვალების და სახის სხვა ნაწილების ზომებისა და პროპორციების საფუძველზე.

მეორე ადგილზე გავიდა ჰენრი კავილი (91.64%), მესამეზე ბრედლი კუპერი (91.08%). მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი ბრედ პიტი (90.51%) და ჯორჯ კლუნი (89.91%) იკავებენ.

მსახიობთა გარეგნობის პროპორციულობის დადგენას სათავეში ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი ჯულიან დე სილვა ედგა.

 

რობერტ პატინსონი

ჰენრი კავილი

ბრედლი კუპერი

ბრედ პიტი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე