ჩინელმა ქალმა მოძალადე კორონავირუსით შეაშინა და გააქცია

საქართველო, თბილისი - 13:36 | 06.02.2020
ნანახია: 3913

ჩინეთის ქალაქ ცზინშანის მცხოვრებმა ქალმა მის სახლში შეჭრილი მოძალადე და მძარცველი კორონავირუსით დააშინა და გააქცია. მან მძარცველს უთხრა რომ უხანში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსით დაავადდა. უწყება Dailyhunt-ი.

ქალს ეძინა, როდესაც მის სახლში მძარცველი შეიჭრა. ქალმა ნაბიჯების ხმა გაიგონა და გამოეღვიძა. ბოროტმოქმედი ქალს მივარდა, პირზე ხელი დააფარა და მისი გაუპატიურება სცადა.

ქალმა ხველა დაიწყო და მოძალადეს უთხრა, რომ უხანიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ვირუსის სიმოპტომები აღმოაჩინა, რის გამოც სახლში ჩაიკეტა, რათა ვირუსი სხვებისთვის არ გადაედო. თავდამსხმელი მსხვერპლს შეეშვა და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან ტელფონისა და მცირე თანხის გატაცება მოახერხა. მძარცველი პოლიციამ დააკავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე