დაუდასტურდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 10:17 | 31.01.2020
ნანახია: 356

დაუდასტურდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. სამედიცინო დასკვნა საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელიც სამშობლოში ქალაქ უხანიდან დოჰას გავლით დაბრუნდა, რამდენიმე საათში უკვე მზად უნდა იყოს. ქალი ცხელებითა და რეპირაციული ინფექციის სხვა ნიშნებით ინფექციურ საავდმყოფოში თვითდინებით მივიდა და მას შემდეგ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკაში იმყოფება კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, ასევე ქართველი, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა. რაც შეეხებათ, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს - სწრაფმა ტესტმა დაადასტურა, რომ ორ მცირეწლოვან ბავშვს A ტიპის ვირუსი აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე