უღირსო ნაძირლებო, მე ის ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და თქვენ დედას გიტირებთ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:19 | 28.01.2020
ნანახია: 775

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ყოველთვის იყო მცდელობა თემირლან მაჩალიკაშვილი დაედანაშაულებინათ, მაგრამ ეს არ გამოსვლიათ. რაც დღეს მოხდა ეს ყველაფერი ფორმალობა იყო, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება დასრულდა პირველივე დღიდან, როდესაც მასარ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი და მედიატორები ჩართეს.
დღევანდელმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა, როდესაც ის ხელყუმბარა ააფეთქეს, რომელიც მტკიცებულება იყო. ის ხელყუმბარა ააფეთქეს, რომელიც თემირლანის სისხლის ზღვაში ცურავდა, მაგრამ სისხლის კვალი არ ემჩნეოდა; ის ხელყუმბარა, რომელიც დაილუქა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. გამოძიება დასრულებულია პირველივე დღიდან, როდესაც არ მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი და ყავდათ მედიატორები ჩართული.
მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მე ისეთი ადამიანი არ ვარ, როგორც თქვენ ხართ ტყუილების ქსელში გაჩენილი და გაზრდილები, უღირსო ნაძირლებო. მე ის ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და თქვენ სათითაოდ დედას გიტირებთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.




 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე