თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 27.01.2020
ნანახია: 770

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თუქრეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. დაშავებულია 1606 ადამიანი.

ქალაქ ელიაზიღში მაშველებმა ნანგრევებიდან ორი გარდაცვლილის ცხდარი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ელიაზიღის რაიონში პარასკევს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებში - ადანაში, ხათაიში, ოსმანიეში, თუნჯელიში, ღაზიანთეპში, მალათიაში, მარდინში, სამსუნში, თოქათში, ჩორუმსა და ქაისერიში, ასევე ჩრდილოეთ სირიაში. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე