ბილ გეითსი, ჩინეთს, კორონავირუსთან ბრძოლაში, 5 მლნ დოლარით დაეხმარება

საქართველო, თბილისი - 14:50 | 27.01.2020
ნანახია: 823

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, ჩინეთს, კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება და მას 5 მლნ დოლარს გაუგზავნის.

მედიის ცნობით, თანხა ინფექციის მატარებელთა გამოვლენას და მათ მკურნალობას მოხმარდება, ასევე დაიხარჯება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაში.

ბილ გეითსის ფონდის ჩინეთის ფილიალის ხელმძღვანელის ლი ინოს თქმით, ანალოგიური თანხა ასევე გაეგზავნება აფრიკის ქვეყნებს იმისათვის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკები გააკონტროლონ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 80-დე გაიზარდა. დაავადებულთა რიცხვმა კი 2794-ს მიაღწია.

ჩინეთის საზღვრებს მიღმა რვა დაავადების შემთხვევა დაფიქისრდა ჰონგ-კონგში, ხუთი მაკაოში, ოთხი ტაივანში. შვიდი ტაილანდში, ოთხი ავსტრალიასა და სინგაპურში. სამი იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, მალაიზიასა და საფრანგეთში. ორი ვიეტნამში, ერთი ნეპალში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე