საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, მოპარული ველოსიპედის ნაცვლად ახალი აჩუქეს

საქართველო, თბილისი - 14:29 | 27.01.2020
ნანახია: 908

საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს, რის სანაცვლოდაც მას ადგილობრივმა კომპანიამ ახალი სატრანსპორტო საშუალება აჩუქა.

როგორც სოციალურ ქსელში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი წერს, ასეთია რეალური ქართული სტუმართმასპინძლობა.
"ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა

ჩვენს ბრიტანელ სტუმარს ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 

ველოსიპედი - Bikes.ge
ორი ღამე სასტუმროში "Best Western Gudauri” და ტრადიციული ქართული ვახშამი
2 ღამე ჰოსტელში “Fabrika”", წერს ქვრივიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე