ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:33 | 27.01.2020
ნანახია: 763

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

ახალგაზრდა ქალის ახლობლები დაკავებული მამაკაცის სახლში შეჭრას ცდილობდნენ. შემთვევა 2019 წლის მაისში მოხდა. მეზობლების თქმით, ახალგაზრდა ქალი შეზღუდული შეაძლებლობების მქონდე პირია.

ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამი პირი.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1955 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე