სიეტლის ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 23.01.2020
ნანახია: 1218

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაიჭრა. ინფორმაციას სიეტლის პოლიცია ავრცელებს.  

სროლა ქალაქის ცენტრში, კორპორაცია Amazon-ის ახალი ცენტრალური ოფისისა და კაფე Starbucks-ის სიახლოვეს მოხდა.

 ადგილობრივი ტელეარხის KIRO 7-ის ცნობით,  55 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია, ცხრა წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეს, 21, 34 და 35 წლის მამაკაცების კი სტაბილური.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე