ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში პირველობა დაიბრუნა

საქართველო, თბილისი - 09:24 | 22.01.2020
ნანახია: 912

Forbes-ის ვერსიით, Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში პირველობა დაიბრუნა.

ბიზნესმენმა 115,5 მლრდ დოლარიანი ქონებით უკან ჩამოიტოვა Louis Vuitton Moеt Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომლის ქონებაც ამჟამად  112,9 მლრდ დოლარით არის შეფასებული.

მესამე ადგილს იკავებს Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, ის 110,4 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ არნო Forbes-ის რეიტინგში  დაწინაურდა. გამოცემამ ბიზნესმენის წარმატება მისი კუთვნილი აქციების 0,7-პროცენტიანი გაძვირებით ახსნა, რამაც მას 1,9 მლრდ დოლარი შესძინა.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე