იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:50 | 21.01.2020
ნანახია: 961

 

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მერვე დაწესებულებაში წამების ციტადელის ადგილას ბოსტანი გააშენეს, სადაც პატიმრები მუშაობენ.

„მერვე დაწესებულებაში ბრძანდებოდით სახალხო დამცველების წარმომადგენლები და ისე როგორ გამოხვედით იქიდან, რომ ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ დიგიტალიზაციის პროექტზე, რომ უვადო პატიმრებმა, იქ სადაც ადრე იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი“- განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანას 73 უვადო პატიმარი ჰყავს,  არაერთი მათგანი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა მისი განცხადებით, ომბუდსმენი მათ არ შეხვედრია.

„ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. დიახ, ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი და ამ ბოსტანში 73 უვადო პატიმარი მუშაობს”, - განაცხადა წულუკიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე